5 წლიანი გორული კარიერა დასრულდა - ნონდი სომხეთის ჩემპიონატში ითამაშებს
აფრიკული გამოცემის mozzartsport-ის ცნობით, ამოს ნონდი ობიერო სომხეთის ჩემპიონატში ითამაშებს.
გამოცემის მტკიცებით, კენიელი ნახევარმცველი რომელიც ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში გორის "დილაში" გამოდიოხა, სომხურ "არარატ არმენიას" შუერთდება.
ფეხბურთელი ახალ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
23 წლის ნახევარმცველმა ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში ალვინ ტერა უკვე თამაშობს, 2017 წლიდან 2021 წლამდე თბილსის "საბურთალოში" გამოდიოდა.