ავტორიზაცია

ბარსელონას ატლეტიკოსგან დეპაიზე შემოთავაზება არ მიუღია

ბარსელონას ატლეტიკოსგან დეპაიზე შემოთავაზება არ მიუღია
თარიღი 11 იან 2023, 14:16
"ბარსელონას" ჯერ არ მიუღია შემოთავაზება მადრიდის "ატლეტიკოსგან" თავდამსხმელის მემფის დეპაის ტრანსფერზე, რომელსაც მხოლოდ ექვსი თვე აქვს დარჩენილი კატალონიურ გუნდთან კონტრაქტის დასრულებამდე.

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" იცის დეპაის მიმართ "ატლეტიკოს" ინტერესის შესახებ, მაგრამ მადრიდულ კლუბს ჯერ არ დაუდასტურებია მათი განზრახვა ფინანსური შეთავაზებით.

დეპაის მიმართ ინტერეს აქამდე ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიგამოხატავდა, რომელთა შორის ასევე იყო მისი ყოფილი გუნდი მანჩესტერ "იუნაიტედი". 

თუმცა, „წითელი ეშმაკები“ ახლა უფრო მეტად სხვა ნიდერლანდელის უოტ ვეგჰორსტისკენ იხრებიან, რომელიც სეზონის დასრულებამდე "იუნაიტედს" იჯარის წესით უნდა შეუერთდეს.