ავტორიზაცია

რონალდუს აგენტი ზაფხულში მადრიდის რეალს რამდენჯერმე დაუკავშირდა

რონალდუს აგენტი ზაფხულში მადრიდის რეალს რამდენჯერმე დაუკავშირდა
თარიღი 11 იან 2023, 16:06
კრიშტიანუ რონალდუ გასული წლის ბოლოს "ალ-ნასრის" ფეხბურთელი გახდა, მაგრამ პრესა აგრძელებს ისტორიების გახსენებას, თუ სად შეიძლება გადასულიყო პორტუგალიელი.

ეს არ ეხება მხოლოდ ზამთრის სატრანსფერო განჯარას. Athletic-მა რონალდუს მდგომარეობის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. ნათქვამია, რომ გასული წლის ზაფხულში, ვარსკვლავური ფორვარდის აგენტმა ხორხე მენდესმა რამდენჯერმე დაურეკა მადრიდის "რეალს". 

მან მადრიდელებს კრიშტიანუს გუნდში დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ საპასუხო ინტერესი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალში" 2009-2018 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც "იუვენტუსში" გადავიდა. 

დეკემბერში პორტუგალიელი მადრიდის "რეალის" ბაზაზე ვარჯიშობდა, რასაც ჭორები მოჰყვა, რომ პორტუგალიელი შესაძო იყო "ბლანკოსში" დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.