ავტორიზაცია

"ჩემით რომ რეალი ინტერესდებოდეს, ინგლისში არ დავბრუნდებოდი და მასაც იგივეს ვურჩევ", - სოლ კემპბელი

"ჩემით რომ რეალი ინტერესდებოდეს, ინგლისში არ დავბრუნდებოდი და მასაც იგივეს ვურჩევ", - სოლ კემპბელი
თარიღი 11 იან 2023, 22:13
ყოფილი ინგლისელი მცველი სოლ კემპბელი მიიჩნევს, რომ „რეალი“ ჯუდ ბელინგემისთვის იდეალური გუნდია.

„თუ ის მადრიდში გადავა, გუნდსაც გააუმჯობესებს და კლუბი მასზე ფსონს მომავლისთვისაც გააკეთებს. ამის შესახებ ესპანეთშიც იციან, მადრიდის „რეალში“ თუ თავს კარგად იჩენ, გუნდში დიდხანს რჩები.

სჭირდება თუ არა ის „რეალს“ დანამდვილებით? ვფიქრობ, კი. ის „რეალისთვის“ იდეალური იქნებოდა, იმიტომ რომ იქ უკეთესიც შეუძლია გახდეს. აშკარაა, თავიდან გაუჭირდება, იმიტომ რომ ძალიან პატარაა. მაგრამ თქვენც იცით, რა დიდი გუნდია „რეალი“ და აქ ძლიერი ზეწოლაა, მაგრამ როგორც კი ამას მიეჩვევი...

ინგლისელებისთვის კი მისი ხილვა პრემიერ ლიგაში იქნებოდა უკეთესი...

მან „ბირმინგემი“ ერთხელ უკვე დატოვა და „დორტმუნდში“ გადავიდა. ახლა ის ამ გუნდისთვის ზედმეტად კარგია და წასვლა უწევს, მაგრამ ბევრი წასულა საზღვარგარეთ და იქ თავი დაუმკვიდრებია. დიახ, ზოგი ბრუნდება კიდეც. მაგრამ პირადად ჩემით რომ „რეალივით“ დიდი გუნდი ინტერესდებოდეს, მე პრემიერ ლიგაში არ დავბრუნდებოდი. კი, იქაც არის დიდი გუნდები, მაგრამ მადრიდის „რეალი“....

ისტორიულად ისე მოეწყო და ეს თქვენც იცით, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია.“ - აღნიშნა „არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა.