ავტორიზაცია

პიკე ახალ შეყვარებულს შაკირასთან დაშორებამდე გაცილებით ადრე ხვდებოდა

პიკე ახალ შეყვარებულს შაკირასთან დაშორებამდე გაცილებით ადრე ხვდებოდა
თარიღი 11 იან 2023, 22:41
ჟერარ პიკე ახალ შეყვარებულს შაკირასთან განშორებამდე გაცილებით ადრე ხვდებოდა.

კოლუმბიელი მომღერლის ქომაგებმა პიკეს ახალი შეყვარებული, კლარა ჩია მარტი ინტერვიუს დროს შენიშნეს, რომელსაც „ბარსელონას“ ყოფილი მცველი სახლიდან, Zoom-ში ვიდეოკონფერენციის მეშვეობით იძლეოდა, როცა შაკირა ბავშვებთან ერთად შვებულებაში იყო.

Page Six-ის ინფორმაციით, შაკირა გაოგნებული იყო იმ ფაქტით, რომ უცხო ქალი თავს დიასახლისად გრძნობდა იმ სახლში, რომელშიც ის თავის შვილებთან ერთად ცხოვრობს.

საბოლოოდ, პიკემ და შაკირამ დაშორების შესახებ 2022 წლის ივნისში გამოაცხადეს. წყვილი ურთიერთობაში თითქმის 12 წელი იყვნენ და ორი შვილიც ჰყავთ.