ავტორიზაცია

მანჩინი: "ბოლო საუბრის დროს, ვიალიმ მითხრა, რომ 2026 წლის მუნდიალი უნდა მოვიგოთ და რომ ის ჩვენთან ერთად იქნება"

მანჩინი: "ბოლო საუბრის დროს, ვიალიმ მითხრა, რომ 2026 წლის მუნდიალი უნდა მოვიგოთ და რომ ის ჩვენთან ერთად იქნება"
თარიღი 11 იან 2023, 23:08
რობერტო მანჩინიმ ჯანლუკა ვიალისთან უკანასკნელი საუბარი გაიხსენა.

„მან მითხრა, რომ ჩვენ 2026 წლის მუნდიალი უნდა მოვიგოთ და რომ ის ჩვენთან ერთად იქნება. ის ნამდვილად ჩვენთან იქნება და იმედია, მას უდიდეს გამარჯვებას მივუძღვნით.

მასთან ლონდონში ვიყავი ჩასული და ცოტა შევშინდი. მან გაიღვიძა, ერთად ვიცინეთ, ბევრი ვიხუმრეთ. მან მითხრა: „მე მშვიდად ვარ - შენც დამშვიდდი. მან ცოტა გამამხნევა.“ - აღნიშნა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიას“, „იუვენტუსის“ და სხვა გუნდების იტალიელი ექს-ფეხბურთელი, ჯანლუკა ვიალი, 7 იანვარს, სიმსივნესთან 5-წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.