ავტორიზაცია

"მესი არის კანალიზაციის ვირთხა და ჰორმონებზე მყოფი ჯუჯა", - ბართომეუს გუნდი მორიგ დიდ სკანდალში გაეხვა

"მესი არის კანალიზაციის ვირთხა და ჰორმონებზე მყოფი ჯუჯა", - ბართომეუს გუნდი მორიგ დიდ სკანდალში გაეხვა
თარიღი 12 Jan 2023, 17:36
„ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტს პრესაში ფეხბურთელების კონტრაქტების სიტუაციის შეგნებულად ჩაშვებაში ადანაშაულებენ.

კატალონიის პოლიცია ბართომეუს პრეზიდენტობის დროს არაკეთილსინდისიერი მმართველობის და „ბარსელონაში" არსებული კორუფციის თაობაზე აწარმოებს გამოძიებას.

RMC Sport-ის ინფორმაციით, ბართომეუს, „ბარსას" ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ოსკარ გრაუს და იურიდიული განყოფილების ექს-დირექტორს გომეს პონტის კონტრაქტების შესახებ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებას ედავებიან.

მტკიცებულებებს შორის ნახსენებია ელექტრონული წერილი, რომელიც პონტიმ ბართომეუს 2020 წლის მარტში გაუგზავნა. შეტყობინებაში დირექტორი ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებისთვის „რადიკალური ზომების" გამოყენებას სთავაზობდა. ასევე, პონტის თქმით, არ იქნებოდა ცუდი, ფეხბურთელების მრავალმილიონიანი კონტრაქტების გასაჯაროვება, რამეთუ ამის მეშვეობით ისინი უფრო მარტივად დათანხმდებოდნენ შემცირებას."

2021 წლის იანვარში El Mundo წერდა, რომ ლეო მესიმ „ბარსაში" 4 წელიწადში 500 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა. შემდეგ წელს ცნობილი გახდა, რომ ჟერარ პიკეს 4 სეზონში კონტრაქტით 100 მილიონზე მეტი ეკუთვნოდა.

საბუთებს მიაბეს კიდევ ერთი წერილის ტექსტი, რომელიც პონტიმ ბართომეუს მისწერა. მასში, ის მესიზე შეურაცხმყოფელად საუბრობს.

„ბრათო, არ შეიძლება ასე კარგად იქცეოდე ამ კანალიზაციის ვირთხასთან. კლუბმა მას ყველაფერი მისცა, მან კი დიქტატურა დაამყარა ტრანსფერების, კონტრაქტის გახანგრძლივებების, სპონსორების და სხვა საკითხებში. პირველ რიგში, მან არ დაიხია უკან შანტაჟზე და უხეშობაზეც, რის გამოც კლუბი და მისი თანამშრომლები დაზარალდნენ. ყველაფერი ამ ჰორმონებზე მყოფი ჯუჯას გამო, რომელიც „ბარსას" წინაშე სიცოცხლით არის ვალდებული.

მაგრამ, როგორც კი საქმეები ცუდად წავიდა (პანდემია), თქვენ იდუმალ წერილს იღებთ: "პრეზიდენტო, დააკელით ხელფასი სხვებს, მაგრამ არ შეგვეხოთ მე და ლუისს (სუარესს).

ის იმსახურებს სრულ უყურადღებობას და ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება მას დაემართოს." - წერდა იურიდიული განყოფილების მეთაური.

მოგვიანებით ბართომეუ პირად საუბარში ამბობდა: "ჩვენ ბევრჯერ დავუგდეთ ლეოს ყური, სულ არა, მაგრამ ბევრჯერ და პანდემიის გარეშე, მისი კონტრაქტი სრულიად მისაღები იყო. ის ბიუჯეტის 15%-ს იღებდა, რაც სამართლიანია იმის გათვალისწინებით, რასაც მესი აკეთებს."

პრესაში ასევე მოხვდა წერილი, რომელიც პონტიმ „ბარსელონას" „ბაიერნთან" 2:8 განადგურების შემდეგ დაწერა. ის პიკეს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელიც ამბობდა, რომ კლუბს ყველა დონეზე დიდი ცვლილებები სჭირდება: "ასეთები რომ ილაპარაკო, უპრინციპო მეძავის შვილი უნდა იყო." - წერდა პონტი.