ავტორიზაცია

"არ ვიცი, გითამაშია თუ არა ოდესმე ფეხბურთი", - კლოპმა პრემიერ ლიგის ყოფილი ფეხბურთელი ვერ იცნო

"არ ვიცი, გითამაშია თუ არა ოდესმე ფეხბურთი", - კლოპმა პრემიერ ლიგის ყოფილი ფეხბურთელი ვერ იცნო
თარიღი 12 იან 2023, 17:42
იურგენ კლოპმა ყოფილი ფეხბურთელი ნედუმ ონუოხა ვერ იცნო.

„მან სიტის" და „სანდერლენდის" ექს-მცველი კლოპს „ვულვზთან" მატჩის (2:2) შემდეგ ინტერვიუს ართმევდა. ერთ-ერთი შეკითხვის შემდეგ, გერმანელმა ონუოხას მიმართა:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ოდესმე ფეხბურთი გითამაშიათ, მაგრამ მსგავსი რამ ხდება ხოლმე." 

ონუოხას კოლეგებმა ESPN-დან ბევრი იცინეს და მოიყვანეს სტატისტიკა, რომლიდანაც ჩანს, რომ „სიტის" ექს-მცველმა კარიერაში 426 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 232 - პრემიერ ლიგაში.

იურგენ კლოპმა ფეხბურთელის რანგში 347 მატჩი ჩაატარა, საიდანაც უმაღლეს ლიგაში არცერთი არ ყოფილა.

„კარგ ხასიათზე რომ ყოფილიყო, ალბათ, რაღაცას ვუპასუხებდი. მაგრამ, ის საუკეთესო ხასიათისგან ძალიან შორს იყო. ვიფიქრე, რაღაც რომ მებლუყუნა, როცა ასეთ მნიშვნელოვან ადამიანს ვართმევდი ადამიანს, შეიძლებოდა კონფლიქტში გადაზრდილიყო." - აღნიშნა ონუოხამ.