ავტორიზაცია

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული 14 კანდიდატის ვინაობა დაასახელა

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული 14 კანდიდატის ვინაობა დაასახელა
თარიღი 12 იან 2023, 22:10
ცნობილი გახდა ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლი მოთამაშეების ვინაობა.

The BEST-ის დაჯილდოვება 27 თებერვალს გაიმართება და გათვალისწინებული იქნება ფეხბურთელის მიერ ჩატარებული პერიოდი 2021 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 დეკემბრამდე.

ნომინანტებს შორის შემდეგ ფეხბურთელებს ამოიკითხავთ:

ლეო მესი (პსჟ, არგენტინა)

კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი)

ხულიან ალვარესი (მან სიტი, არგენტინა)

ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, ინგლისი)

კევინ დე ბრუინი (მან სიტი, ბელგია)

სადიო მანე (ბაიერნი, სენეგალი)

კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

ერლინგ ჰოლანდი (მან სიტი, ნორვეგია)

აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)

რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)

ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)

ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)

ვინისიუს ჯუნიორი (რეალი, ბრაზილია).