ავტორიზაცია

მუკოკო სკანდალში ეხვევა - ფეხბურთელი რეალურად 22 წლისაა და გვარი შეცვლილი აქვს?

მუკოკო სკანდალში ეხვევა - ფეხბურთელი რეალურად 22 წლისაა და გვარი შეცვლილი აქვს?
თარიღი 13 იან 2023, 18:02
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელს იუსუფა მუკოკოს ასაკი გადაკეთებული აქვს. Daily Mail-ის ცნობით, ფეხბურთელი რეალურად 22 წლისაა და არა 18-ის.

ფეხბურთელის მამინაცვალმა ინგლისურ მედიას გაუგზავნა ფეხბურთელის დაბადების მოწმობის ფოტო, რომლის მიხედვითაც იუსუფი ახლა 22 წლისაა. მეტიც, ფეხბურთელის გვარი არა მუკოკო, არამედ მუჰამადუა.

შეგახსენებთ, რომ მუკოკო ახლა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტად ითვლება ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. თუ დასასტურდება, რომ ფეხბურთელის რეალური ასაკი  გაყალბებულია, მისი მიღწევები გაუქმდება.