ავტორიზაცია

დეპაის ტრანსფერით პრემიერ ლიგის კლუბი ინტერესდება

დეპაის ტრანსფერით პრემიერ ლიგის კლუბი ინტერესდება
თარიღი 13 იან 2023, 17:30
ნიდერლანდელი გარემარბი მემფის დეპაი შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგის გუნდში აღმოჩნდეს.

ესპანური Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელმა შემტევმა "ნიუკასლისგან" შეთავაზება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მემფის დეპაი პოზიტიურადაა განწყობილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის შეცვლისთვის, რადგან "ბარსელონაში" მისი სათამაშო დრო შეზღუდულია. 

მემფის დეპაის მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ავტორიტეტული პორტალი transfermarkt-ის გარემარბის ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს.