ავტორიზაცია

ძოლა კვარაცხელიაზე: "ძველი 10 ნომრის თვისებები აქვს"

ძოლა კვარაცხელიაზე: "ძველი 10 ნომრის თვისებები აქვს"
თარიღი 13 იან 2023, 15:45
დღეს იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

თამაშამდე ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა  ჯანფრანკო ძოლამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

"ამჟამად 10 ნომრები უმეტესად ფლანგებზე თამაშობენ და კვარაცხელიას აქვს ძველებური გამთამაშებლის 10 ნომრის თვისებები. ძალიან მომწონს, რადგან ის ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე მოთამაშეა. ", - თქვა ძოლამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" მატჩი დღეს, 23:45 საათზე დაიწყება.