ბუდუ ზივზივაძე ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს?
უნგრული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კარიერა შესაძლოა, ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელოს.
28 წლის ფეხბურთელი, რომელსაც უნგრულ "ფეჰერვარში" არ ათამაშებენ, შესაძლოა ისრეალის "ჰაპოელ ბეერ შევაში" გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე გასული წლის ოქტომბერში, "უიპეშტთან" შეხვედრაში მომხდარი ფაქტის გამო, მთავარ გუნდიდან მოკვეთეს.
"ჰაპოელ ბეერ-შევა" ისრაელის მიმდინარე ჩემპიონატში 38 ქულით მესამე ადგილზეა.