სამურკასოვი ხანმოკლე ევროპული კარიერის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

24 წლის ნახევარმცველი დავით სამურკასოვი ახალი სეზონიდან ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს.
ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ადასტურებს.
სამურკასოვი ბოლოს საბერძნეთის რანგით მეორე დივიზონის გუნდ "ეპისკოპში" გამოდიოდა. სადაც ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატრა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.
როგორც ჩანს ფეხბურთელსა და ბერძნულ გუნდს შორის ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდა.
სამურკასოვი, თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია და საბერძნეთში წასვლამდე მხოლოდ "რკინიგზელთა" მაისურს ირგებდა.