ავტორიზაცია

"კვარას ტოპ ფეხბურთელის ტექნიკა აქვს"- ლუჩიანო სპალეტი

"კვარას ტოპ ფეხბურთელის ტექნიკა აქვს"- ლუჩიანო სპალეტი
თარიღი 14 იან 2023, 11:05
სერია ა-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ შინ მეორეადგილოსანი „იუვენტუსი“ გააცამტვერა.

შეხვედრა სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნეაპილური გუნდის თავკაცმა შეხვედრა შეაფასა და ქართველი გარემარბის შესახებაც ისაუბრა.

"კვარას ტოპ ფეხბურთელის ტექნიკა აქვს. მას გოლის შესანიშნავი ალღო აქვს და შეუძლია, რომ მეკარეებს ურთულესი კუთხით დაურტყას.

როდესაც ფიქრობ, რომ ის მარჯვენა ფეხით დაარტყამს, ამ დროს ცრუმოძრაობას აკეთებს და ბურთი მარცხენა ფეხზე გადააქვს. საკმაოდ ძლიერია, ფეხზე მყარად დგას და კარგი გამძლეობა აქვს. 

გასაგებია, რომ ასეთ ფეხბურთელებს არ უყვართ დაცვით ორთაბძოლებში შესვლა, მაგრამ კვარა ყველა ბურთზე იბრძვის. . “, - თქვა სპალეტიმ.