ავტორიზაცია

კვარა TOP 5 ლიგაშიც გამორჩეულია - პსჟ-ს ორი ვარსკვლავის შემდეგ საუკეთესო შედეგი

კვარა TOP 5 ლიგაშიც გამორჩეულია - პსჟ-ს ორი ვარსკვლავის შემდეგ საუკეთესო შედეგი
თარიღი 14 იან 2023, 11:30
სერია ა-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ შინ მეორეადგილოსანი „იუვენტუსი“ გააცამტვერა.

შეხვედრა სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის TOP 5 ლიგაში 7 და მეტი გოლი და 7 და მეტი საგოლე გადაცემა მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული.

ეს ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი და ნეიმარი არიან.