ავტორიზაცია

სიტიმ იუნაიტედის კარში მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა განახორციელა - ტენ ჰაგის გუნდი ბურთს 29.7% ფლობდა

სიტიმ იუნაიტედის კარში მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა განახორციელა - ტენ ჰაგის გუნდი ბურთს 29.7% ფლობდა
თარიღი 14 იან 2023, 21:06
მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედის“ კარში მხოლოდ ერთი დარტყმა განახორციელა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა მე-20 ტურში „იუნაიტედთან“ მარცხი 1:2 იწვნია.

ერთადერთი ზუსტი დარტყმა „ქალაქელებმა“ მატჩის მე-60 წუთზე განახორციელეს, რომელიც ჯეკ გრილიშმა გოლად აქცია.

მთლიანობაში „სიტის“ ფეხბურთელები მეტოქის კარს ხუთჯერ დაემუქრნენ, საიდანაც ზუსტი მხოლოდ ერთი დარტყმა აღოჩნდა.

შედარებისთვის, „იუნაიტედი“, რომელიც ამ მატჩში ბურთის 29.7%-ს ფლობდა, „სიტის“ კარს 8-ჯერ დაემუქრა და 4 დარტყმა აქედან ზუსტი აღმოჩნდა.