ავტორიზაცია

აკანჯი: "სასაცილოა, რომ მანჩესტერის პირველი გოლი ჩაითვალა, რაშფორდი 30 მეტრის მანძილზე ბურთს მისდევდა"

აკანჯი: "სასაცილოა, რომ მანჩესტერის პირველი გოლი ჩაითვალა, რაშფორდი 30 მეტრის მანძილზე ბურთს მისდევდა"
თარიღი 15 იან 2023, 00:47
„სიტის“ მცველმა, მანუელ აკანჯიმ, უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მანჩესტერულ დერბიში ბრუნო ფერნანდეშის გოლი ჩაითვალა.

შვეიცარიელის აზრით, მარკუს რაშფორდი ეპიზოდზე გავლენას ახდენდა და მასზე თამაშგარე უნდა დაფიქსირებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის ბურთს არ შეხებია.

„სასაცილოა, რომ პირველი გოლი ჩაითვალა, სიმართლე რომ ვთქვათ. რაშფორდი აშკარა თამაშგარეში იყო. ის ბოლო წამამდე ბურთზე მირბოდა და მხოლოდ იმიტომ შეჩერდა, რომ ბრუნომ მოირბინა.

გასაგებია, რომ ის ბურთს არ შეხებია, მაგრამ 30 მეტრი დაფარა, ბურთს მისდევდა, შემდეგ კი გაჩერდა. მსაჯს ეს მომენტი არ დაუნახავს.

არბიტრს არაფერი არ უთქვამს ჩემთვის, მაგრამ ლაინსმენს გამოველაპარაკე და მან მკითხა: „რაშფორდი ბურთს შეეხო?“, ვუპასუხე რომ არა, მაგრამ ბურთზე დიდხანს მირბოდა.

ასეთ სიტუაციაში მსაჯს მომენტი უნდა გადაეხედა და დაენახა, რა სიტუაციაში ვიყავით მე და მეორე მხრიდან კაილ უოკერი.

მასზე აშკარა გავლენა სტადიონმა მოახდინა და ამიტომ, გოლის ჩათვლა გადაწყვიტა.“ - აღნიშნა აკანჯიმ.