ავტორიზაცია

გვარდიოლა: "თუ ისე კარგად ვითამაშებთ, როგორც დღეს, ჩემთვის სულერთია მოვიგებთ თუ არა პრემიერ ლიგას"

გვარდიოლა: "თუ ისე კარგად ვითამაშებთ, როგორც დღეს, ჩემთვის სულერთია მოვიგებთ თუ არა პრემიერ ლიგას"
თარიღი 14 იან 2023, 21:19
„მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „იუნაიტედთან“ გამართული მატჩი შეაფასა.

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „იუნაიტედმა“ თანაქალაქელებს 2:1 მოუგო.

„ვულოცავ „მან იუნაიტედს“. ხალხი მიხვდება, რამდენად კარგია „მან სიტი“. ეს ფანტასტიკური თამაში იყო. თამაშის მსვლელობას კარგად ვაკონტროლებდით რაშფორდის და სწრაფი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ჩვენ სწორი განწყობა გვქონდა.

გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით და უნდა მოვუმატოთ იმ სიტუაციებში, როცა გოლს ვუშვებთ, უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ. სხვაობა პირველ და მეორე ტაიმებს შორის ძალიან მცირე იყო.

საერთო ჯამში არაფერს არ ვნანობ. ჩემთვის სულერთია, თუ ინგლისის თასს ან პრემიერ ლიგას ვერ მოვიგებთ, მაგრამ ამის გაკეთებას შევეცდებით. სულერთი მაშინ არის, როცა გუნდი თამაშობს ისე, როგორც დღეს.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა იმას, როგორც ჩვენ აქ უკვე მრავალი წელია ვთამაშობთ.“ - აღნიშნა „მან სიტის“ მწვრთნელმა.