ავტორიზაცია

ბენზემა: "რონალდუ? ჩვენ არ გვჭირდება საერთო სურათები იმის სათქმელად, რომ მეგობრები ვართ"

ბენზემა: "რონალდუ? ჩვენ არ გვჭირდება საერთო სურათები იმის სათქმელად, რომ მეგობრები ვართ"
თარიღი 15 იან 2023, 01:05
„რეალის“ ფორვარდმა კარიმ ბენზემამ, გუნდის ვარჯიშზე კრიშტიანუ რონალდუს ვიზიტზე ისაუბრა.

პრესაში ბევრი საუბარი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კრიშტიანუმ და ბენზემამ ერთად სურათი არ გადაიღეს, რაც ბევრმა იმას დაუკავშირა, რომ კარიმის თქმით, რონალდუმ მას ოქროს ბურთის მოგება არ მიულოცა.

„ჩვენ არ გვჭირდება საერთო სურათები, რომ ვთქვათ, რომ მეგობრები ვართ. ფოტოები ინსტაგრამისთვის და ტვიტერისთვისაა - ეს სულ სხვა სამყაროა.

ერთმანეთის ნახვისთვის დიდი დრო არ გვქონია, რადგან მე ვვარჯიშობდი და ისიც მალევე წავიდა სავარჯიშოდ. იმედია, მას ხვალ სტადიონზე ვნახავ, გამოველაპარაკები.“ - აღნიშნა ბენზემამ.