მესის და პსჟ-ს შორის მოლაპარაკების შედეგი ცნობილია

არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას ახალი სამუშაო კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ Tyc Sports-ი იუწყება.
35 წლის არგენტინელის ახალი შეთანხმება პარიზელებთან 2024 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
მესი "პსჟ"-ს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით. არგენტინელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მესი "პსჟ"-ს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით. არგენტინელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.