ავტორიზაცია

ნიკოლო ძანიოლო პრემიერ ლიგაში ითამაშებს?

ნიკოლო ძანიოლო პრემიერ ლიგაში ითამაშებს?
თარიღი 15 იან 2023, 12:00
"რომას" ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ლონდონის "ტოტენჰემს" 23 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს, იუწყება Gazzetta dello Sport.

იტალიელი ნახევარმცველის დამატება ასევე, "ვესტ ჰემს" და "ნოტინჰემ ფორესტს" სურთ.

ნიკოლოს პოტენციური ტრანსფერის თანხა 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მისი ხელშეკრულება "რომასთან"  2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ძანიოლომ "რომის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.