ავტორიზაცია

ერთი მატჩი რეკორდამდე - ბუსკეტსი რამოსს და მესის გაუტოლდა

ერთი მატჩი რეკორდამდე - ბუსკეტსი რამოსს და მესის გაუტოლდა
თარიღი 16 იან 2023, 01:02
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა რიგით 45-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა.

34 წლის ფეხბურთელი ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და თავის გუნდს 3:1 გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

45 მატჩი კლასიკოში - რეკორდის გამეორებაა, რომელიც აქამდე სერხიო რამოსს და ლიონელ მესის ეკუთვნით.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და ბუსკეტსმა „ბარსა“ იანვრის ბოლომდე არ დატოვა, მას ამ შედეგის გაუმჯობესების შანსი ამ სეზონშივე მინიმუმ ერთხელ მიეცემა - მარტში, როცა „ბარსელონა“ „რეალს“ ლა ლიგის მატჩში უმასპინძლებს.