მეტი საგოლე კონტრიბუცია, ვიდრე მატჩი - ლევანდოვსკის შესაშური შედეგი ბარსას მაისურით

რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ მაისურითაც შესაშურ შედეგიანობას გვიჩვენებს.
პოლონელმა ფორვარდმა ესპანეთის სუპერთასის მატჩში „რეალს“ გოლიც გაუტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, მისმა გუნდმა კი 3:1 იმარჯვა.
ამრიგად, ლევანდოვსკიმ „ბარსელონასთან“ ერთად თავისი პირველი ტიტული მოიგო - ესპანეთის სუპერთასი.
ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით რობერტისთვის ეს 22-ე მატჩი იყო და მან უკვე 25 საგოლე კონტრიბუცია მიითვალა - 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
ამრიგად, „რეალთან“ გოლი ლევანდოვსკისთვის ერთგვარი საიუბილეო, კერძოდ კი მე-20 აღმოჩნდა.