ბარსელონამ მადრიდის რეალთან 3 და მეტი გოლი 57-ედ გაიტანა

"ელ კლასიკო", რომელიც ესპანეთის სუპერთასის ფინალში გაიმართა, კატალონიელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
შეხვედრაში ხავის გუნდის მხრიდან გატანა გავიმ, რობერტ ლევანდოვსკიმ და პედრიმ მოახერხეს, "ბლანკოსის" მხრიდან კი კარიმ ბენზემამ გაიტანა.
Opta-ს ცნობით, ეს ისტორიაში 57-ე შემთხვევაა, როცა "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" მინიმუმ სამი გოლი გაუტანა.
არცერთ სხვა გუნდს არ გაუკეთებია ეს უფრო მეტჯერ, ბილბაოს "ატლეტიკი" მეორე ადგილზეა 38 მოგებით.