ავტორიზაცია

ჟოზე მოურინიო: "რომას ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მუდრიკს 100 მილიონად ვერ ვიყიდით"

ჟოზე მოურინიო: "რომას ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მუდრიკს 100 მილიონად ვერ ვიყიდით"
თარიღი 16 იან 2023, 03:18
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის პრობლემებზე ისაუბრა.

რომაელებმა სერია A-ს მე-18 ტურში "ფიორენტინა" დაამარცხეს (2:0), მაგრამ პორტუგალიელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ სურდა თავის გუნდში მეტი ხარისხიანი მოთამაშე ენახა.

"იანვრის ფანჯარაში გაძლიერების იმედი არ მაქვს. დიახ, როგორც მწვრთნელს, მინდა გავიგო, რომ კლუბს ბევრი ფული აქვს და გუნდის გასაძლიერებლად ბევრი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ დირექტორი გულწრფელი იყო - სამწუხაროდ, მსგავსი არაფერია.

ჩვენ არ ვართ შეუზღუდავი თანხების მქონე კლუბებს შორის. პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მუდრიკი 100 მილიონ ევროდ  ვიყიდოთ. “, - განაცხადა მოურინიომ DAZN-თან ინტერვიუში.