ავტორიზაცია

ჩელსის ახალწვეულმა მუდრიკმა საფეხბურთო კერპი დაასახელა

ჩელსის ახალწვეულმა მუდრიკმა საფეხბურთო კერპი დაასახელა
თარიღი 16 იან 2023, 11:08
უკრაინელმა ნახევარმცველმა მიხაილო მუდრიკმა, რომელიც ლონდონის "ჩელსის" რიგებს შეუერთდა, ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად მისი საფეხბურთო კერპის შესახებ ისაუბრა.

"მინდა დავეხმარო გუნდს ტიტულებისთვის ბრძოლაში. მუდმივად ვცდილობ გავაუმჯობესო და გავაუმჯობესო ჩემი თამაში. მაგრამ მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, საჭიროა შრომა.

ვინ არის ჩემი საფეხბურთო კერპი? ეს არის კრიშტიანუ რონალდუ. მომწონს მისი მენტალიტეტი.“, - განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა.

მუდრიკის "ჩელსიში" გადასვლის შესახებ კვირას, 15 იანვარს გახდა ცნობილი. გარიგება "არისტოკრატებს" 70+30 მილიონი ევრო დაუჯდათ.