ავტორიზაცია

ისკომ საუდის არაბეთის კლუბის შეთავაზებაზე უარი თქვა

ისკომ საუდის არაბეთის კლუბის შეთავაზებაზე უარი თქვა
თარიღი 16 იან 2023, 13:33
ესპანელმა ნახევარმცველმა ისკომ, რომელიც ამჟამად კლუბის გარეშეა, უარყო საუდის არაბეთის "ალ-ხალიჯას" შეთავაზება, იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი "სევილიას" შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა უკვე გასული წლის დეკემბერში ანდალუსიურ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისკოს კარიერის გაგრძელება იტალიის ჩემპიონატში შეუძლია, სადაც მის მიმართ ინტერესს "რომა" და "ლაციო" იჩენენ.

ისკომ მიმდინარე სეზონში "სევილიაში" 19 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.