ოფიციალურად: სლავა მეტრეველის სუპერთასის ახალი ფორმატი დამტკიცდა
16 იანვარს, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო რადისონში, 12:00 საათზე გაიმართება.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ახალი ფორმატი. 2023 წელს, გათამაშებაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - მოქმედი ჩემპიონი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები. ახალი ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის ტორპედო დინამო ბათუმს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 2023 წლის სუპერთასი ზაფხულში, ევროტურნირების მზადების ფარგლებში საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დაწყებამდე გაიმართება.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „წელს სუპერთასის ფორმატი განსხვავებული იქნება. ოთხივე გუნდი, რომელიც ამ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, ევროტურნირებზე იასპარეზებს და მათთვის ძალიან კარგი იქნება ამ შეხვედრების ჩატარება ევროტურნირების დაწყებამდე".
Gff.ge