ავტორიზაცია

ლა ლიგის კლუბმა ციგანკოვთან კონტრაქტი შეათანხმა

ლა ლიგის კლუბმა ციგანკოვთან კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 17 იან 2023, 12:13
კიევის "დინამოს" ნახევარმცველ ვიქტორ ციგანკოვს ესპანეთის "ჟირონას" რიგებში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უკრაინელი ახალ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმებულია.

"ჟირონასა" და კიევის "დინამოს" შორის გარიგება დასკვნით ეტაპზეა. მანამდე იყო ვარაუდები, რომ ვიქტორი ესპანურ კლუბს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა, მაგრამ მხარეებმა გადაწყვიტეს გარიგების დაჩქარება.

Transfermarkt-ი 25 წლის ციგანკოვს 22 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში ვიქტორმა უკრაინის პრემიერლიგაში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.