ავტორიზაცია

ბულგარელი ფეხბურთელი სინჯებზე: თბილისის დინამოს მორიგი ტრანსფერი?

ბულგარელი ფეხბურთელი სინჯებზე: თბილისის დინამოს მორიგი ტრანსფერი?
თარიღი 17 Jan 2023, 14:08
ბულგარული ვარნას "სპარტაკის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 19 წლის მარცხენა მცველი ველისლავ ბოევი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის "დინამოში" საცდელ პერიოდს გაივლის.

ახალგაზრდა მცველი ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია, რიმელმაც ბულგარეთის რანგით უმაღლეს დივიზიონის გათამაშებაში 11 მატჩი ჩაატარა.

როგორც ვიგებთ, ფეხბურთელი საქართველოში პარასკევს გამოემგზავრება, რის შემდეგაც რამდენიმე დღე თბილისში დარჩება და ამის შემდეგ თბილისის "დინამოს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ თურქული შეკრების ფარგლებში თბილისურმა გუნდმა პირველ მატჩში უკრაინის ჩემპიონატის ლიდერთან ფრედ, 3:3 ითამაშა.

ქართული გუნდი შემდეგი ამხანაგური მატჩს 18 იანვარს პლოვდირის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს.