ავტორიზაცია

TOP 10: ქართული გუნდებიდან ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელები - სიაში ოთხი მოქმედი მოთამაშეა

TOP 10: ქართული გუნდებიდან ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელები - სიაში ოთხი მოქმედი მოთამაშეა
თარიღი 17 იან 2023, 17:51
ავტორიტეტულ გერმანულ სააგენტოზე Transfermarkt-ზე დაყრდნობით, გთავაზობ TOP 10 ფეხბურთელის სიას, რომლებიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან ყველაზე ძვირად გაიყიდნენ.

პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოდან" იტალიურ "ნაპოლიში" ტრანსფერი იკავებს.

მეორე ადგილს 1995/96 წლების სეზონში განხორციელებული ტრანსფერია, როცა თბილისის "დინამომ" გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ "სიტის" 4 მილიონ ევროდ მიჰყიდა. ეს ტრანსფერი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელთა სიას.

აღსანიშნავია, რომ TOP 10 ფეხბურთელისგან, 4 მოქმედი მოთამაშეა და ყველა ქართული ფეხბურთის მომავლია. 

ბოლო ტრანსფერი რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თბილისის "საბურთალოს" ყოფილი ფეხბურთელის გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანაფერია, რომელშიც დონეცკის "შახტარმა" მილიონი ევრო გადაიხადა. ეს კი თბილისური გუნდისთვის რეკორდული გარიგებაა.


ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი