ავტორიზაცია

კვარაცხელია კრემონეზესთან მატჩს გამოტოვებს - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია

კვარაცხელია კრემონეზესთან მატჩს გამოტოვებს - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
თარიღი 17 იან 2023, 15:26
დღეს, კოპა იტალიას გათამაშები 1/8 ფინალურ ეტაპზე "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "კრემონეზეს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე ქართული დაპირისპირების მოლოდინი იყო, თუმცა გუშინ გავიგეთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეს" განაცხადს მიღმა დარჩა.

ცოტა ხნის წინ, სამატჩო განაცხადი ნეაპოლურმა გუნდმაც გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ვერ ვხედავთ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 21 წლის ქართველ გარემარბი გაციებულია და განაცხადს მიღმაც სწორედ ამ მიზეზის გამო დარჩა.