ავტორიზაცია

ჩელსი სერია A-ს ორი გამორჩეული ფორვარდით ინტერესდება

ჩელსი სერია A-ს ორი გამორჩეული  ფორვარდით ინტერესდება
თარიღი 17 იან 2023, 14:36
ლონდონის "ჩელსიმ" სერია A-ში მოასპარეზე ორი ფორვარდით ინტერესდება. 

ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის თქმით, "არისტოკრატებს"  "იუვენტუსის" ფორვარდის დუშან ვლახოვიჩის ან იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირის ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში უკვე 120 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.  ახლახანს კი დონეცკის "შახტარიდან" მიხაილო მუდრიკი იყიდა.