ავტორიზაცია

ბარსელონა გიუნდოგანის უფასოდ გაფორმებას შეეცდება

ბარსელონა გიუნდოგანის უფასოდ გაფორმებას შეეცდება
თარიღი 18 იან 2023, 00:51
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" ამ ზაფხულს მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანის დამატებას შეეცდება. 

თურქული ფესვების მქონე გერმანელი 32 წლისაა, ის უკვე მეშვიდე წელია, რაც "ქალაქელების" რიგებში გამოდის და "სიტისთან" ერთად არაერთი თასი აქვს მოგებული.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.