ავტორიზაცია

უამრავი შეთავაზების მიუხედავად ფირმინოს საუდის არაბეთში თამაში არ სურს

უამრავი შეთავაზების მიუხედავად ფირმინოს საუდის არაბეთში თამაში არ სურს
თარიღი 18 იან 2023, 00:45
"ლივერპულის" თავდამსხმელი რობერტო ფირმინო საუდის არაბეთში გადასვლას არ გეგმავს.

Sky Sports-ის ცნობით, 31 წლის ბრაზილიელს კარიერის გაგრძელება "ლივერპულში" სურს. 

ამ მიზეზით, ფეხბურთელი უარს ამბობს საუდის არაბეთის კლუბებზე, რომლებიც დაჟინებით აგრძელებენ ფეხბურთელისთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას.

აღსანიშნავია, რომ ფირმინოს პრიორიტეტი "ლივერპულთან" შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაა, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

ამ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.