მილანს ლეაუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება რაც შეიძლება მალე სურს
იტალიური "მილანი" ცდილობს რაფაელ ლეაუსთან კონტრაქტი რაც შეიძლება მალე გაახანგრძლივოს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "როსონერი" ფეხბურთელის აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება, რათა ხელახლა მოელაპარაკოს ახალი გარიგების პირობებზე.
წყაროს ცნობით, "მილანი" ამჟამად ლეაუს 7 მილიონი ევროს ხელფასს სთავაზობს, ბონუსების ჩათვლით.
ლეაუს "მილანთან" კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელს იტალიის ჩემპიონატში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.