ავტორიზაცია

ალ-ნასრი ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერის გადაბირებას სარფიანი შეთავაზებით ცდილობს

ალ-ნასრი ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერის გადაბირებას სარფიანი შეთავაზებით ცდილობს
თარიღი 18 იან 2023, 13:06
"ალ-ნასრის" მენეჯმენტი კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენას აპირებს. 

პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს გაფორმების შემდეგ, საუდის არაბეთის გუნდი კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერის სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერით ინტერესდება.

Sport.es-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელებმა 34 წლის ფეხბურთელს შეთავაზება გაუკეთეს. "ალ-ნასრი" მზადაა ბუსკეტსს წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

სერხიოს მოქმედი კონტრაქტი "ბლაუგრანასთან" სეზონის ბოლოს ეწურება. "ალ-ნასრი" ნახევარმცველის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას გეგმავს.

ბუსკეტსმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.