იუვენტუსი შესაძლოა ხუთმა ფეხბურთელმა დატოვოს
უახლოეს მომავალში ტურინის "იუვენტუსი" შესაძლოა ერთდროულად ხუთმა ფეხბურთელმა დატოვოს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, წამსვლელთა სიაში შემდეგი ფეხბურთელები არიან: ალექს სანდრო, ხუან კუადრადო, ადრიენ რაბიო, ვესტონ მაკკენი და "პსჟ"-დან იჯარით მყოფი ლეანდრო პარედესი.
იტალიის ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" 37 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.