ავტორიზაცია

Daily Mail: პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გრანდი კვარაცხელიას აკვირდება

Daily Mail: პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გრანდი კვარაცხელიას აკვირდება
თარიღი 18 იან 2023, 12:13
მანჩესტერ "სიტი" "ნაპოლის" 21 წლის ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება, იტყობინება Daily Mail.

ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის ყურადღება სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თამაშის წყალობით მიიპყრო.

კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

"ნაპოლი" იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილს 18 ტურის შემდეგ 47 ქულით ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ნეაპოლელები ფრანკფურტის "აინტრახტთან" ითამაშებენ.