ავტორიზაცია

რეკორდულ ფასად გაყიდული ბილეთი და პრივილეგიები რომლითაც არაბი ბიზნესმენი ისარგებლებს

რეკორდულ ფასად გაყიდული ბილეთი და პრივილეგიები რომლითაც არაბი ბიზნესმენი ისარგებლებს
თარიღი 18 იან 2023, 13:44
19 იანვარს, "ალ-ნასრისა" და "ალ-ჰილალის" გაერთიანებულ გუნდი ამხანაგურ მატჩს ფრანგულ "პსჟ"-სთან გამართავს.

საუდის არაბეთის გართობის გენერალური დირექტორატის თავმჯდომარემ თურქი ალ აშ-შეიხმა სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ ბიზნესმენმა მუშრაფ ალ-გამდიმ მატჩის ბილეთი 2,5 მილიონ ევროდ იყიდა.

დახარჯული თანხა საუდის არაბეთის სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაცია Ehsan-ს გადაეცემა. 

შეძენილი ბილეთი საშუალებას მისცემს ბიზნესმენს თამაშს VIP-დან უყუროს, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხვდეს გუნდების გასახდელში, სადაც მას შეეძლება კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან ისაუბროს.