ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - მემფის დეპაი ბარსელონას ტოვებს

შეთანხმება შედგა - მემფის დეპაი ბარსელონას ტოვებს
თარიღი 18 იან 2023, 23:22
„ბარსელონას“ შემტევი მემფის დეპაი კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ტრანსფერი უახლოეს საათებში ოფიციალურად დაიხურება. მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას დღეს დილით მიაღწიეს.

„ატლეტიკო“ ნიდერლანდელ შემტევში 3-5 მილიონ ევროს გადაიხდის და გუნდთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ასეთი მცირე თანხა პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ ზაფხულში დეპაი თავისუფალი აგენტი ხდებოდა და „ბარსელონას“ შეიძლებოდა უფასოდაც დაეკარგა.

ნიდერლადელმა დღეს „ბლაუგრანას“ ვარჯიში გამოტოვა, რომელიც სათასო მატჩისთვის ემზადება. იწერება, რომ ეს კლუბთან შეთანხმებული ნაბიჯი იყო.