ავტორიზაცია

რეალურია თუ არა ობამეიანგის დაბრუნება ბარსელონაში? კლუბი შემტევის ძიებას შეუდგა

რეალურია თუ არა ობამეიანგის დაბრუნება ბარსელონაში? კლუბი შემტევის ძიებას შეუდგა
თარიღი 18 იან 2023, 23:39
„ბარსელონას“ მემფის დეპაის შემცვლელის დამატება რაც შეიძლება მალე სურს, რომელიც გუნდს ტოვებს და კარიერას „ატლეტიკო მადრიდში“ გააგრძელებს.

ნიდერლანდელი ფორვარდის გადასვლა „ვანდა მეტროპოლიტანოზე’ უკვე შეთანხმებული ამბავია, რის გამოც „ბარსამ“ ბაზრის შესწავლა და ხელმისაწვდომი შემტევების ძიება დაიწყო.

თუმცა, როგორც ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი იტყობინება, კლუბის რთული ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, ადვილი გასაკეთებელი ეს არ იქნება.

იწერებოდა, რომ „ბარსელონა“ ზაფხულში გაყიდული პიერ-ემერიკ ობამეიანგის დაბრუნებას განიხილავს, რომელმაც „ჩელსიში“ ფეხი ვერ მოიკიდა, თუმცა ეს ტრანსფერი მალევე გამოირიცხა და კატალონიელები სხვა ვარიანტებს ეძებენ.

მემფისის გაყიდვით „ბლაუგრანას“ ბიუჯეტი არც ისე გაიზრდება - კლუბს მხოლოდ 3/5 მილიონი ევრო ერგება.