ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ძალიან კმაყოფილი ვარ არტეტას წარმატებით"

გვარდიოლა: "ძალიან კმაყოფილი ვარ არტეტას წარმატებით"
თარიღი 19 იან 2023, 12:49
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მიკელ არტეტას შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი მანამდე "ქალაქელების" ბანაკში გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ არტეტას წარმატებით. მიკელმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლე, როცა ის მანჩესტერ სიტიში იყო. “, - განაცხადა გვარდიოლამ.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "არსენალი" ტიტულისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტის" 8 ქულით უსწრებს.