"არის თუ არა, ხვიჩა საუკეთესო ტალანტი, ვისთან ერთადაც მითამაშია?" - ვიქტორ ოსიმენის კომენტარი

იტალიური "ნაპოლის" ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი ტექნიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ, თუმცა კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ამის მიუხედავად დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ქართველი ყველა აღიარებას იმსახურებს, რასაც იღებს და კიდევ მეტს ვუსურვებ, რადგან ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია.
მოედანზე ერთმანეთს ვეხმარებით, ის ბევრ პასს მაძლევს და ერთად ძალიან კარგად ვთამაშობთ, ეს ორივე ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია. ",- თქვა ნიგერიელმა ფორვარდმა.