ავტორიზაცია

ბარსელონამ ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა და წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა - ჟურნალისტი

ბარსელონამ ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა და წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა - ჟურნალისტი
თარიღი 19 იან 2023, 23:21
„ბარსელონამ“ ზაფხულისთვის მზადება დაიწყო და პირველი ტრანსფერიც უკვე შეათანხმა.

როგორც ჟურნალისტი ხოსე ალვარეს გაია იტყობინება, კატალონიურმა კლუბმა „მან სიტის“ ნახევარმცველთან, ილკაი გუნდოგანთან მიაღწია წინასწარ შეთანხმებას.

32 წლის გერმანელი ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება, როცა მისი კონტრაქტი „სიტისთან“ ოფიციალურად ამოიწურება.

გუნდოგანი ფიქრობს, რომ „სიტიში“ საკუთარი თავი უკვე ამოწურა და „ბარსელონას“ შემოთავაზებასაც სიამოვნებით დათანხმდა.

გუნდოგანი „სიტიში“ 2016 წლიდან ასპარეზობს, ამ სეზონში „ქალაქელთა“ კაპიტნის ანგარიშზე 25 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.