ავტორიზაცია

იუსუფა მუკოკოს მომავალი, რომლითაც ბარსელონა ინტერესდებოდა, გადაწყვეტილია

იუსუფა მუკოკოს მომავალი, რომლითაც ბარსელონა ინტერესდებოდა, გადაწყვეტილია
თარიღი 19 იან 2023, 23:28
დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა, იუსუფა მუკოკომ, გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების შემტევმა გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ხელშეკრულება ოფიციალურად 22 იანვარს, „აუგსბურგთან“ მატჩამდე უნდა შედგეს.

მუკოკოს სეზონის ბოლოს გუნდთან კონტრაქტი ეწურებოდა და მისი უფასოდ გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდებოდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა „სიგნალ იდუნა პარკზე“ დარჩენა გადაწყვიტა.

მუკოკოს წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება ბონუსების გარეშე, კიდევ 10 მილიონს კი ის ერთჯერადი ტრანზაქციით, ბონუსად მიიღებს.