ავტორიზაცია

ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, დეპაიმ კი ატლეტიკოში უკვე ივარჯიშა

ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, დეპაიმ კი ატლეტიკოში უკვე ივარჯიშა
თარიღი 19 იან 2023, 23:31
მიუხედავად იმისა, რომ მემფის დეპაის ტრანსფერი მადრიდის „ატლეტიკოში“ ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მან თავის ახალ გუნდში უკვე ივარჯიშა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონამ“ ნიდერლანდელ ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან ვარჯიშის ჩატარების უფლება დართო, რადგან მხარეებს შორის ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია.

შესაბამისად, ფეხბურთელმა დღეს დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა, მისი ტრანსფერი კი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

„ატლეტიკოს“ დეპაი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდებოდა, 3-5 მილიონი ევრო უჯდება.