ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბაიერნმა იან ზომერის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ბაიერნმა იან ზომერის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 19 იან 2023, 23:40
„ბაიერნმა“ „გლადბახის“ მეკარის, იან ზომერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

34 წლის მეკარემ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ზომერის ტრანსფერის აუცილებლობა პირველ რიგში იმან გააჩინა, რომ მანუელ ნოიერმა თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოიტეხა და მოედანს სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ზომერი ლაიპციგთან“ 20 იანვრის მატჩის წინ გუნდის ვარჯიშს უკვე დაესწრო და შესაძლოა, განაცხადშიც მოხვდეს.