ავტორიზაცია

რამდენ მილიონს გადაიხდის ბარსელონა კარასკოს სანაცვლოდ?

რამდენ მილიონს გადაიხდის ბარსელონა კარასკოს სანაცვლოდ?
თარიღი 20 იან 2023, 12:30
ბელგიელი თავდამსხმელი იანიკ ფერეირა კარასკო "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა.

Sport.es-ის ცნობით, "ბლაუგრანას" ბელგიელის ყიდვა დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეუძლია. პორტალი Transfermarkt მოთამაშის ღირებულებას 30 მილიონად აფასებს.

კარასკო მადრიდის "ატლეტიკოში" 2020 წლის შემოდგომიდან თამაშობს. ამ სეზონში თავდამსხმელმა 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.